ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა. “საუკეთესო ქართული რომანის” პრემია წელს ზურა ჯიშკარიანსა და ლაშა ბუღაძეს შორის გაიყო. ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით, 2016-2017 წლის საუკეთესო რომანად ზურა ჯიშკარიანის “საღეჭ განთიადები” და ლაშა ბუღაძის “პატარა ქვეყანა” დასახელდა. კონკურსის საპრიზო თანხა, 10 000 ლარია, რომელიც გამარჯვებულებზე გაიყოფა. 20 რომანში საუკეთესო ქართული რომანი ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაში […]
ილიაუნის ლიტერატურული კონკურსი
ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსი, რომლის მთავარი მიზანიც დაარსების დღიდან საქართველოში რომანის განვითარების ხელშეწყობაა. რომანისტების ფინანსური წახალისება კი, საქართველოში სადაც წიგნების წერით ფულს ვერ იშოვი და სხვა საქმის კეთებაც გიწევს, ძალიან მნიშვნელოვანია. მითუმეტეს, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსს, გარდა მნიშვნელოვანი აღიარებისა ქართულ ლიტერატურულ ჯილდოების შორის ყველაზე სოლიდური თანხა – ათი ათასი ლარიც ახლავს თან. ილიაუნის […]
ილიაუნის ლიტერატურული კონკურსი
ილიაუნის 2017 წლის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები ლაშა ბუღაძე და ზურა ჯიშკარიანი გახდნენ
27 ივნისს ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები – 2017 წელს გამოქვეყნებული საუკეთესო ქართული რომანის ავტორები გამოვლინდნენ. კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ ლაშა ბუღაძე რომანით “პატარა ქვეყანა” (“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“) და ზურაბ ჯიშკარიანი რომანით “საღეჭი განთიადები: უშაქროდ” („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“). წელს კონკურსზე წარდგენილი იყო 20 ქართული რომანი. მათგან საუკეთესო 2 რომანი შეარჩია ილიაუნის პროფესორებისგან […]
ილიაუნის 2016 წლის ლიტერატურულ კონკურსზე წარდგენილი რომანების ჩამონათვალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიურ ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დასრულდა. კონკურსი 2016 წლის საუკეთესო ქართულ რომანის გამოვლენას ისახავს მიზნად. პირობების თანახმად, საკონკურსო ნაწარმოები გამოქვეყნებული უნდა იყოს 2016 წელს. განსახილველად შემოვიდა 12 რომანი. მათგან საუკეთესოს შეარჩევს ილიაუნის პროფესორებისა და სტუდენტებისგან შემდგარი ჟიური, რომელიც ამ ეტაპზე კონფიდენციალურია. კონკურსის გამარჯვებული საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიით – 10 000 განსახილველი რომანების სრული სია […]
ილიაუნი აცხადებს კონკურსს 2016 წელს გამოქვეყნებული საუკეთესო ქართული რომანის გამოსავლენად
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს 2016 წელს გამოქვეყნებული საუკეთესო ქართული რომანის გამოსავლენად. კონკურსის გამარჯვებული საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიით – 10 000 ლარით დაჯილდოვდება. კონკურსის პირობების თანახმად, საკონკურსო ნაწარმოებები გამოქვეყნებული უნდა იყოს 2016 წელს. შესაძლებელია ერთი ავტორის რამდენიმე რომანის წარდგენა. ჟიურის შემადგენლობა კონფიდენციალურია. მის შემადგენლობაში შედიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები. კონკურსში მონაწილეობის […]
ილიაუნის 2016 წლის ლიტერატურული კონკურსის ფინალი
5 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული – 2016 წელს გამოქვეყნებული საუკეთესო ქართული რომანის ავტორი – გამოვლინდება. კონკურსის გამარჯვებული საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიით – 10 000 ლარით დაჯილდოვდება. ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსზე წელს წარდგენილი იყო 12 ქართული რომანი. განსახილველი რომანების სრული სია აბო იაშაღაშილი, „ძველი ტფილისის დამნაშავენი“ – გამომცემლობა “ქოლგა” არჩილ ქიქოძე, „სამხრეთული სპილო“ – „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ ცოტნე ცხვედიანი, „მაიაკოვსკის თეატრი“ – „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ ლაშა მილორავა, „ორი ხორცი“ – „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ ალეკო შუღლაძე, „გადამალვა“ – გამომცემლობა „დიოგენე“ თამარ თანდაშვილი, „სტაფილოსფერი ბაბუაწვერას ქარბუქი“ – გამომცემლობა „სიესტა“ ალექსანდრე ვაჭარაძე, „ირინოლა“ – ავტორი გურამ გეგეშიძე, „ნათლისქრობა“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ რეზო თაბუკაშვილი, „13 დღე“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ […]
ილიაუნის ლიტერატურული კონკურსი
ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული არჩილ ქიქოძე გახდა
5 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ ლიგამუსში დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის – საუკეთესო ქართული რომანის გამარჯვებული არჩილ ქიქოძე გახდა, რომანით: სამხრეთული სპილო. კონკურსის გამარჯვებული, არჩილ ქიქოძე, საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიით – 10 ათასი ლარით დაჯილდოვდა. ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსზე წელს 12 ქართული რომანი იყო წარდგენილი. განსახილველი რომანების სრული სია: აბო იაშაღაშილი, ძველი ტფილისის დამნაშავენი – […]
ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული კონკურსი 2010 წლიდან ტარდება და ყოველწლიურად საუკეთესო ქართული რომანის გამოვლენას ისახავს მიზნად. კონკურსის ჟიური ყოველ ჯერზე იცვლება, მაგრამ პრინციპი უცვლელია – საბოლოო გადაწყვეტილებას ილიას სახელმწიფო უნივერსტეტის ლექტორებთან ერთად შიდასაუნივერსიტეტო კონკურსის საფუძველზე შერჩეული სტუდენტებიც იღებენ. ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულთა შორის არიან ისეთი ქართველი ავტორები როგორიცაა: აკა მორჩილაძე, ზაზა ბურჭულაძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, […]
