ლიტერატურული კონკურსი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

EN

ილიაუნის 2017 წლის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები ლაშა ბუღაძე და ზურა ჯიშკარიანი გახდნენ

27 ივნისს ილიაუნის წიგნის  სახლში „ლიგამუსი“​ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები – 2017 წელს გამოქვეყნებული საუკეთესო ქართული რომანის ავტორები გამოვლინდნენ. კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ ლაშა ბუღაძე რომანით “პატარა ქვეყანა” (“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“) და ზურაბ ჯიშკარიანი რომანით “საღეჭი განთიადები: უშაქროდ” („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“).

წელს კონკურსზე წარდგენილი იყო 20 ქართული რომანი.  მათგან საუკეთესო 2 რომანი  შეარჩია ილიაუნის პროფესორებისგან და სტუდენტებისგან შემდგარმა ჟიურიმ. 

ლიტერატურული კონკურსი