ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა. “საუკეთესო ქართული რომანის” პრემია წელს ზურა ჯიშკარიანსა და ლაშა ბუღაძეს შორის გაიყო.
ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით, 2016-2017 წლის საუკეთესო რომანად ზურა ჯიშკარიანის “საღეჭ განთიადები” და ლაშა ბუღაძის “პატარა ქვეყანა” დასახელდა.
კონკურსის საპრიზო თანხა, 10 000 ლარია, რომელიც გამარჯვებულებზე გაიყოფა.
20 რომანში საუკეთესო ქართული რომანი ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები და სტუდენტები შედიოდნენ.
“მიხარია, რომ ილიაუნის ლიტერატურული პრემია ყველაზე კარგად ასახავს ლიტერატურულ პროცესს, არ მიჰყვება კონიუქტურას და შეუძლია დაინახოს და წაახალისოს ლიტერატურული სიახლეები. განსაკუთრებით მახარებს ზურა ჯიშკარიანის პრემია, რომელმაც სრულიად ახალი სიტყვა თქვა ქართულ ლიტერატურაში. ლაშას რომანიც წლევანდელებში ნამდვილად გამორჩეული იყო. გილოცავთ, ორივემ დაიმსახურეთ Lasha Bugadze Dilla Al-Sukhumi” – წერს ზაალ ანდრონიკაშვილი.
