ლიტერატურული კონკურსი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

EN

ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული კონკურსი 2010 წლიდან ტარდება და ყოველწლიურად საუკეთესო ქართული რომანის გამოვლენას ისახავს მიზნად. კონკურსის ჟიური ყოველ ჯერზე იცვლება, მაგრამ პრინციპი უცვლელია – საბოლოო გადაწყვეტილებას ილიას სახელმწიფო უნივერსტეტის ლექტორებთან ერთად შიდასაუნივერსიტეტო კონკურსის საფუძველზე შერჩეული სტუდენტებიც იღებენ.

 

ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულთა შორის არიან ისეთი ქართველი ავტორები როგორიცაა: აკა მორჩილაძე, ზაზა ბურჭულაძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, ჯაბა ზარქუა და ნანა ექვთიმიშვილი. მათ რიცხვს ამჯერად უკვე არჩილ ქიქოძეც დაემატა, რომლის რომანი, „სამხრეთული სპილო“ ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის ჟიურიმ წელს საუკეთესოდ სცნო და ათი ათასი ლარითაც დააჯილდოვა.გამარჯვებული რომანის გარდა კონკურსის ე.წ. შორთლისტში 2016 წელს გამოცემული თერთმეტი მცირე თუ სქელტანიანი რომანი მოხვდა.

 

არჩილ ქიქოძისათვის წლევანდელი წელი ნამდვილად განსაკუთრებული გამოდგა, რადგან ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გარდა, მისმა რომანმა უკვე მოიგო ლიტერატურული პრემია„ლიტერა“ და დიდი ალბათობით „საბას“ გამარჯვებულიც ის გახდება.

 

თუმცა, სჯობს, მოვლენებს წინ არ გავუსწროთ.

ავტორი: დავით ცარელაშვილი
ლიტერატურული კონკურსი