ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსი, რომლის მთავარი მიზანიც დაარსების დღიდან საქართველოში რომანის განვითარების ხელშეწყობაა. რომანისტების ფინანსური წახალისება კი, საქართველოში სადაც წიგნების წერით ფულს ვერ იშოვი და სხვა საქმის კეთებაც გიწევს, ძალიან მნიშვნელოვანია. მითუმეტეს, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსს, გარდა მნიშვნელოვანი აღიარებისა ქართულ ლიტერატურულ ჯილდოების შორის ყველაზე სოლიდური თანხა – ათი ათასი ლარიც ახლავს თან. ილიაუნის ლიტერატურული კონკურსი 2010 წელს დაარსდა. 2014 წელს ილიას უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ 5 წელიწადში ერთხელ პრემია გაცემულიყო უცხოენოვანი რომანის საუკეთესო ქართული თარგმანისთვის.
სტუმრები: ნინია მაჭარაშვილი – “საქმიანი დილა” თანაწამყვანი;
დათო გორგილაძე – “საქმიანი დილა” თანაწამყვანი;
გიგა ზედანია – ილიაუნის რექტორი.
