ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს 2016 წელს გამოქვეყნებული საუკეთესო ქართული რომანის გამოსავლენად.
კონკურსის გამარჯვებული საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიით – 10 000 ლარით დაჯილდოვდება. კონკურსის პირობების თანახმად, საკონკურსო ნაწარმოებები გამოქვეყნებული უნდა იყოს 2016 წელს. შესაძლებელია ერთი ავტორის რამდენიმე რომანის წარდგენა.
ჟიურის შემადგენლობა კონფიდენციალურია. მის შემადგენლობაში შედიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.
კონკურსში მონაწილეობის პირობები
- რომანი პირველად გამოქვეყნებული უნდა იყოს 2016 წელს.
- წიგნი უნდა წარადგინოს გამომცემლობამ ან ავტორმა. ჯილდო გადაეცემა ავტორს.
- განაცხადის შემოტანა შესაძლებელია 2017 წლის 1-ლი თებერვლიდან 1-ლი მარტის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი #3/5, თბილისი). განაცხადს თან უნდა ერთვოდეს წიგნის 3 ეგზემპლარი.
- გამარჯვებული გამოცხადდება 2017 წლის მაისში.
- გამარჯვებულს გადაეცემა ილიაუნის პრემია 10 000 ლარის ოდენობით.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებებს.
