ილიაუნის 2015 წლის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული ნანა ექვთიმიშვილი გახდა რომანისთვის „მსხლების მინდორი“
27 მაისს, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა. კონკურსზე 2014-2015 წლებში გამოქვეყნებული 24 რომანი იყო წარდგენილი. კონკურსის ჟიურიმ, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტებისგან შედგებოდა, ადამიანთა მარგინალიზაციის გაბედული აღწერისათვის, ძალადობის ფსიქო-სოციალური და ფიზიკური ასპექტების წარმოჩენისათვის, ექსპრესიული თხრობისა და სიუჟეტურ-კომპოზიცური მთლიანობისათვის, ქალთა ხმის რეპრეზენტაციისათვის ლიტერატურაში, 2014-2015 წლის საუკეთესო ქართულ რომანად ნანა ექვთიმიშვილის „მსხლების […]
ილიაუნის 2015 წლის ლიტერატურულ კონკურსზე წარდგენილი რომანების ჩამონათვალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიურ ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დასრულდა. კონკურსი 2014 და 2015 წლის საუკეთესო ქართულ რომანის გამოვლენას ისახავს მიზნად. პირობების თანახმად, საკონკურსო ნაწარმოები გამოქვეყნებული უნდა იყოს ბოლო 2 წლის განმავლობაში. წელს ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსზე წარდგენილი იყო 24 ქართული რომანი. მათგან საუკეთესოს შეარჩევს ილიაუნის პროფესორებისა და სტუდენტებისგან შემდგარი ჟიური, რომელიც ამ ეტაპზე კონფიდენციალურია. კონკურსის […]
27 მაისს ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება
27 მაისს, ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული – 2014-2015 წლებში გამოქვეყნებული საუკეთესო ქართული რომანის ავტორი გამოვლინდება. კონკურსის გამარჯვებული საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიით 10 000 ლარით დაჯილდოვდება. უნივერსიტეტის ინფორმაციით, ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსზე წელს წარდგენილი იყო 24 ქართული რომანი. კერძოდ, ბესიკ კეკელიძის […]
ილიაუნის 2014 წლის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული ზაზა ჭილაძე გახდა იულიამ ფოლკნერის „დროშები მტვერში“ თარგმნისთვის
14 მაისს, წიგნის სახლში “ლიგამუსი” დასახელდა ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული. ილიაუნის პროფესორებისა და სტუდენტებისაგან შემდგარი ჟიური ირჩევდა 2010-2014 წლებში ქართულად გამოცემული საუკეთესო უცხოური რომანის მთარგმნელს. გამარჯვებული გახდა ზაზა ჭილაძე. მის მიერ თარგმნილი უილიამ ფოლკნერის “დროშები მტვერში” გამომცემლობა ”დიოგენემ” 2013 წელს გამოსცა. უილიამ ფოლკნერი (1897-1962) გასული საუკუნის უდიდეს ამერიკელ მწერლად მიიჩნევა. “დროშები მტვერში” მისი რიგით მესამე […]
ილიაუნის 2014 წლის ლიტერატურული კონკურსის ფინალი
14 მაისს, 19:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული – 2010 – 2014 წელს ქართულად გამოცემული საუკეთესო უცხოური რომანის მთარგმნელი გამოვლიინდება. კონკურსის გამარჯვებული საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიით – 10 000 ლარით დაჯილდოვდება. ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსზე წელს წარდგენილი იყო 48 უცხოენოვანი რომანის ქართული თარგმანი. იხილეთ ჩამონათვალი: წიგნის დასახელება ავტორი მთარგმნელი გამომცემლობა 1 მეფე […]
ილიაუნი გამორჩეულ ქართველ ავტორებს აჯილდოებს
ილიაუნის 2014 წლის ლიტერატურულ კონკურსზე წარდგენილი რომანების ჩამონათვალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიურ ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დასრულდა. კონკურსი მიზნად ისახავს უცხოენოვანი რომანის საუკეთესო ქართული თარგმანის გამოვლენას, რომელიც 2010-2014 წლებში გამოქვეყნდა. განსახილველად სულ შემოვიდა 48 უცხოენოვანი რომანის ქართული თარგმანი. მათგან საუკეთესოს შეარჩევს ილიაუნის პროფესორებისა და სტუდენტებისგან შემდგარი ჟიური, რომელიც ამ ეტაპზე კონფიდენციალურია. კონკურსის გამარჯვებული საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიით – 10 000 ლარით დაჯილდოვდება. განსახილველი რომანების სრული სია წიგნის […]
ილიაუნი აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს 2010-2014 წლებში გამოქვეყნებული უცხოენოვანი რომანის საუკეთესო ქართული თარგმანის გამოსავლენად
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს უცხოენოვანი რომანის საუკეთესო ქართული თარგმანის გამოსავლენად, რომელიც გამოქვეყნდა 2010-2014 წლებში. კონკურსში გამარჯვებულის შერჩევისას ყურადღება მიექცევა ორ ფაქტორს: თარგმანის ხარისხი: რამდენად ზუსტად და ადეკვატურად არის გადმოტანილი ქართულ ენაზე ნაწარმოების ენობრივი ქსოვილი, რამდენად ახერხებს მთარგმნელი შექმნას იმ ნაწარმოების ქართული ეკვივალენტი, რომელიც უცხოენოვანი ლიტერატურის კონტექსტში დაიწერა; ორიგინალის კულტურული ღირებულება: რამდენად მნიშვნელოვანი და […]
