14 მაისს, 19:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული – 2010 – 2014 წელს ქართულად გამოცემული საუკეთესო უცხოური რომანის მთარგმნელი გამოვლიინდება. კონკურსის გამარჯვებული საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიით – 10 000 ლარით დაჯილდოვდება.
ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსზე წელს წარდგენილი იყო 48 უცხოენოვანი რომანის ქართული თარგმანი.
იხილეთ ჩამონათვალი:
| წიგნის დასახელება | ავტორი | მთარგმნელი | გამომცემლობა | |
| 1 | მეფე ლუდოვიკო წმინდას ხიდი | თორნთონ უაილდერი | გიორგი დოლიძე | |
| 2 | ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას | ჯეიმზ ჯოისი | გია ბერაძე | არტანუჯი |
| 3 | ასპერნის წერილები | ჰენრი ჯეიმზი | რუსუდან მახათაძე | არტანუჯი |
| 4 | ფრანით მორბენალი | ხალიდ ჰოსეინი | ლალი ყუშიტაშვილი | არტანუჯი |
| 5 | იცხოვრო, რომ მოჰყვე | გაბრიელ გარსია მარკესი | ლანა კალანდია | ინტელექტი |
| 6 | სიტყვები | ჟან-პოლ სარტრი | კოტე ჯავრიშვილი და გასტონ ბუაჩიძე | ინტელექტი |
| 7 | ჟუჟა | ნინო ხარატიშვილი | მანანა თანდაშვილი, ეკატერინე რაისნერი და ნატალია ნადირაშვილი | ინტელექტი |
| 8 | მისტერ სამლერის პლანეტა | სოლ ბელოუ | გვანცა ჯობავა | ინტელექტი |
| 9 | სირტის ნაპირები | ჟულიენ გრაკი | დალი იაშვილი | ინტელექტი |
| 10 | ოქროს გალია | შირინ ებადი | სალომე ბენიძე | ინტელექტი |
| 11 | ფლანდრიის გზა | კლოდ სიმონი | ილია გასვიანი და ანზორ აბჟანდაძე | ინტელექტი |
| 12 | ისას დაბლობი | ჩესლავ მილოში | ნათელა გავაშელი | ინტელექტი |
| 13 | იესოს ცხოვრება | ფრანსუა მორიაკი | დალი იაშვილი | ინტელექტი |
| 14 | იმაგო | კარლ შპიტელერი | თამარ კოტრიკაძე | ინტელექტი |
| 15 | აკე – ბავშვობის წლები | უოლე შოინკა | მაია ჯიჯეიშვილი | ინტელექტი |
| 16 | შპილი | უილიამ გოლდინგი | დიმიტრი უჩანეიშვილი | ინტელექტი |
| 17 | ჟან ბარუა | როჟე მარტენ დიუ გარი | დალი იაშვილი | ინტელექტი |
| 18 | ნახევარი სიცოცხლე | ვიდიადჰარ ნაიპოლი | თამარ კოტრიკაძე | ინტელექტი |
| 19 | საოცარი ახალი სამყარო | ოლდოს ჰაქსლი | თათო შანიძე | სიესტა |
| 20 | ბურუსი | მიგელ დე უნამუნო | მერი ტიტვინიძე | სიესტა |
| 21 | უცხოელები | ანდრაშ პეტეცი | დალილა ბედიანიძე | სიესტა |
| 22 | ჩვენი უბნის შვილები | ნაჯიბ მაჰფუზი | მაია ანდრონიკაშვილი | სიესტა |
| 23 | მე წითელი მქვია | ორჰან ფამუქი | ლია ჩლაიძე | ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა |
| 24 | მისტერიები | კნუტ ჰამსუნი | თამარ კვიჟინაძე | ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა |
| 25 | პლატფორმა | მიშელ უელბეკი | ირმა ტაველიძე | ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა |
| 26 | რუკა და ტერიტორია | მიშელ უელბეკი | დავით კახაბერი | ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა |
| 27 | გზა შუქურისკენ | ვირჯინია ვულფი | ლელა დუმბაძე | ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა |
| 28 | ფლორენციელი ჯადოქარი | სალმან რუშდი | გია ბერაძე | ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა |
| 29 | ცემენტის ბაღი | იენ მაკიუენი | ნინო თარხან-მოურავი | ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა |
| 30 | პორტუგალიის იმპერატორი | სელმა ლაგერლეფი | ნატო კვარაცხელია | ზებრა |
| 31 | იერუსალიმი | სელმა ლაგერლეფი | ნატო კვარაცხელია | ზებრა |
| 32 | უთვისებო კაცი (I წიგნი) | რობერტ მუზილი | მაია ბადრიძე | დიოგენე |
| 33 | უთვისებო კაცი (I I წიგნი) | რობერტ მუზილი | მაია ბადრიძე | დიოგენე |
| 34 | დროშები მტვერში | უილიამ ფოლკნერი | ზაზა ჭილაძე | დიოგენე |
| 35 | ვარდის სახელი | უმბერტო ეკო | ხათუნა ცხადაძე | დიოგენე |
| 36 | კიმი | რადიარდ კიპლინგი | გია ჭუმბურიძე, ზაზა ჭილაძე | დიოგენე |
| 37 | მოლოი | სემუელ ბეკეტი | ზაზა ჭილაძე, გია ჭუმბურიძე | დიოგენე |
| 38 | პორტნოის სინდრომი | ფილიპ როთი | ქეთი ქანთარია | დიოგენე |
| 39 | ფლობერის თუთიყუში | ჯულიან ბარნსი | ნინო ქაჯაია | დიოგენე |
| 40 | ყოფის აუტანელი სიმსუბუქე | მილან კუნდერა | სულხან მუხიგულაშვილი | დიოგენე |
| 41 | გზაზე | ჯეკ კერუაკი | თამარ ჭილაძე | დიოგენე |
| 42 | კოლექციონერი | ჯონ ფაულზი | გია ბერაძე | დიოგენე |
| 44 | ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს | ბოჰუმილ ჰრაბალი | სულხან მუხიგულაშვილი | დიოგენე |
| 45 | კირჩხიბის ტროპიკი | ჰენრი მილერი | თამარ ჯაფარიძე | დიოგენე |
| 46 | დჰარმის მაწანწალები | ჯეკ კერუაკი | მაია გოგოლაძე | დიოგენე |
| 47 | დიდი სური. მიწისქვეშელები | ჯეკ კერუაკი | ნინო სურამელაშვილი, ეკატერინე მაჩიტიძე | პალიტრა L |
| 48 | ძმები კარამაზოვები (პირველი და მეორე ტომი) | ფიოდორ დოსტოევსკი | მზია გელაშვილი, ანა აბულაშვილი |
14 მაისს, კი მათგან საუკეთესოს შეარჩევს ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის ჟიური, რომლის შემადგენლობა კონფიდენციალურია. ჟიურის წევრები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.
დრო: 14 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზირი #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
