27 მაისს, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა. კონკურსზე 2014-2015 წლებში გამოქვეყნებული 24 რომანი იყო წარდგენილი.
კონკურსის ჟიურიმ, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტებისგან შედგებოდა, ადამიანთა მარგინალიზაციის გაბედული აღწერისათვის, ძალადობის ფსიქო-სოციალური და ფიზიკური ასპექტების წარმოჩენისათვის, ექსპრესიული თხრობისა და სიუჟეტურ-კომპოზიცური მთლიანობისათვის, ქალთა ხმის რეპრეზენტაციისათვის ლიტერატურაში, 2014-2015 წლის საუკეთესო ქართულ რომანად ნანა ექვთიმიშვილის „მსხლების მინდორი“ დაასახელა. ავტორი საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიით – 10 000 ლარით დაჯილდოვდა.
ჟიურის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა კონკურსის მონაწილე ახალგაზრდა მწერალი, ბექა ადამაშვილი – რომანისთვის “ბესტსელერი”. იგი ერთი კვირით გაემგზავრება შოტლანდიაში, მწერლებისა და პოეტების ვორკშოპზე.
ჩაჯდება ეს ვიდეო https://www.youtube.com/watch?v=KgAoPMkOOHY და ასევე, ფოტო ალბომი.
