ლიტერატურული კონკურსი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

EN

ილიაუნის 2017 წლის ლიტერატურული კონკურსს ფინალი

27 ივნისს, 19:00 საათზე,  წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული – 2016-2017 წლებში გამოქვეყნებული საუკეთესო ქართული რომანის ავტორი – გამოვლინდება. კონკურსის გამარჯვებული საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიით – 10 000 ლარით დაჯილდოვდება.
ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსზე წელს წარდგენილი იყო 20 ქართული რომანი, 27 ივნისს, კი მათგან საუკეთესოს შეარჩევს ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის ჟიური, რომლის შემადგენლობა კონფიდენციალურია. ჟიურის წევრები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.

განსახილველი რომანების სრული სია

  რომანის სათაური  ავტორი გამომცემლობა
       
1 „მცირე(ს) თავგადასავალი“ გიორგი შერვაშიძე გამომცემლობა „ინტელექტი“
2 „გროსმაისტერი“ სოფო არდია გამომცემლობა „ინტელექტი“
3 „მატერიკონი” თამარ თანდაშვილი  გამომცემლობა ,,სიესტა”
4 ”MOX” დავით სამნიაშვილი  ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
5 „ანას მომენტი“ მარი ბექაური ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
6 „ზორო“ ლაშა იმედაშვილი  ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 
7 „პატარა ქვეყანა“ ლაშა ბუღაძე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 
8 „საღეჭი განთიადი უშაქროდ“ ზურაბ ჯიშკარიანი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 
9 „სხვა უდაბნოს საიდუმლო“ ია კარგარეთელი პალიტრა L
10 „რაფლეზია“ ელის დოჯსონი პალიტრა L
11 „შემოვალ ეტლით“ შორენა ხუხუა პალიტრა L
12 „აღიარება ხელისგულზე“ თათული ღვინიანიძე პალიტრა L
13 „ზამთრის ზღვა“ გაგა ნახუცრიშვილი გამომცემლობა „ინტელექტი“
14 „ქანაანის შვილები“ გაბრიელ ტანიე გამომცემლობა „ინტელექტი“
15 „Vita Brevis. გამოცხადებამდე“ ბაკურ გაბუნია გამომცემლობა „ინტელექტი“
16 „ფსიქოტროპული ფოიევერკი“ ბესო პაპასქუა გამომცემლობა „ინტელექტი“
17 “ელიგულა და ხავა” გურამ ბათიაშვილი გამომცემლობა “ინტელექტი”
18 „გლდანი“ გურამ მაცხონაშვილი გამომცემლობა „წიგნები ბათუმში”
19 „დაშლა“ დავით გაბუნია გამომცემლობა „წიგნები ბათუმში”
20 „ბაყაყები“ შოუ ბაბუხადია გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“

 

 

27 ივნისს კი, მათგან საუკეთესოს შეარჩევს ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის ჟიური, რომლის შემადგენლობა კონფიდენციალურია. ჟიურის წევრები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.

დრო: 27 ივნისი 19:00 საათი 

ადგილმდებარეობა:წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ლიტერატურული კონკურსი