ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს 2017 წელს გამოქვეყნებული საუკეთესო ქართული რომანის გამოსავლენად.
კონკურსის გამარჯვებული საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიით – 10 000 ლარით დაჯილდოვდება. კონკურსის პირობების თანახმად, საკონკურსო ნაწარმოებები გამოქვეყნებული უნდა იყოს 2017 წელს. შესაძლებელია ერთი ავტორის რამდენიმე რომანის წარდგენა.
ჟიურის შემადგენლობა კონფიდენციალურია. მის შემადგენლობაში შედიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.
ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის ისტორია ხელმისაწვდომია ბმულზე:
კონკურსში მონაწილეობის პირობები
- რომანი პირველად გამოქვეყნებული უნდა იყოს 2017 წელს;
- წიგნი უნდა წარადგინოს გამომცემლობამ ან ავტორმა. ჯილდო გადაეცემა ავტორს;
- განაცხადის შემოტანა შესაძლებელია 2018 წლის 1-ლი თებერვლიდან 1-ლი მარტის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში (ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5, თბილისი). განაცხადს თან უნდა ერთოდეს წიგნის 3 ეგზემპლარი, რომლებიც კონკურსის დასრულების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადაეცემა;
- გამარჯვებული გამოცხადდება 2018 წლის მაისში;
- გამარჯვებულს გადაეცემა ილიაუნის პრემია 10 000 ლარის ოდენობით.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებას.
