ლიტერატურული კონკურსი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

EN

ილიაუნის 2016 წლის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული არჩილ ქიქოძე გახდა რომანისთვის „სამხრეთული სპილო“

5 ივნისს ილიაუნის წიგნის  სახლში „ლიგამუსი” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული – 2016 წელს გამოქვეყნებული საუკეთესო ქართული რომანის ავტორი გამოვლინდა. კონკურსის გამარჯვებული გახდა არჩილ  ქიქოძე რომანით „სამხრეთული სპილო“ („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“), რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიით – 10 000 ლარით დაჯილდოვდა.

წელს კონკურსზე წარდგენილი იყო 12 ქართული რომანი. მათგან საუკეთესო  შეარჩია ილიაუნის პროფესორებისა და სტუდენტებისგან შემდგარმა ჟიურიმ. 

ლიტერატურული კონკურსი