5 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული – 2016 წელს გამოქვეყნებული საუკეთესო ქართული რომანის ავტორი – გამოვლინდება.
კონკურსის გამარჯვებული საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიით – 10 000 ლარით დაჯილდოვდება.
ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსზე წელს წარდგენილი იყო 12 ქართული რომანი.
განსახილველი რომანების სრული სია
- აბო იაშაღაშილი, „ძველი ტფილისის დამნაშავენი“ – გამომცემლობა “ქოლგა”
- არჩილ ქიქოძე, „სამხრეთული სპილო“ – „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“
- ცოტნე ცხვედიანი, „მაიაკოვსკის თეატრი“ – „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“
- ლაშა მილორავა, „ორი ხორცი“ – „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“
- ალეკო შუღლაძე, „გადამალვა“ – გამომცემლობა „დიოგენე“
- თამარ თანდაშვილი, „სტაფილოსფერი ბაბუაწვერას ქარბუქი“ – გამომცემლობა „სიესტა“
- ალექსანდრე ვაჭარაძე, „ირინოლა“ – ავტორი
- გურამ გეგეშიძე, „ნათლისქრობა“ – გამომცემლობა „ინტელექტი“
- რეზო თაბუკაშვილი, „13 დღე“ – გამომცემლობა „ინტელექტი“
- ტორესა მოსი, „იყო“ – გამომცემლობა „ინტელექტი“
- თამარ სუბელიანი „მდინარეს თევზები შეჭამენ“ – გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”
- თამარ ფოლადაშვილი, „სიკვდილის ახსნა“ – გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“
5 ივნისს კი, მათგან საუკეთესოს შეარჩევს ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის ჟიური, რომლის შემადგენლობა კონფიდენციალურია. ჟიურის წევრები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.
დრო: 5 ივნისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზირი #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
