27 მაისს, ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული – 2014-2015 წლებში გამოქვეყნებული საუკეთესო ქართული რომანის ავტორი გამოვლინდება. კონკურსის გამარჯვებული საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიით 10 000 ლარით დაჯილდოვდება.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსზე წელს წარდგენილი იყო 24 ქართული რომანი. კერძოდ, ბესიკ კეკელიძის „განუკითხავი“; გამომცემლობა „დიოგენეს“ მიერ გამოცემული აბო იაშაღაშვილის „ოსმალური მარში“; „დიოგენეს“ მიერ გამოცემული აბო იაშაღაშვილის „როიალ-მერი“; „პალიტრა L“-ს მიერ გამოცემული ლუკა ბაქანიძის „მესამე ნაპირი“; „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ გამოცემული ზაზა ბიბილაშვილის „დრუსილა“; „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ გამოცემული ზაზა ბურჭულაძის „ტურისტის საუზმე“; „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ გამოცემული ლევან ლორიას „წარმოდგენა იწყება“; „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ გამოცემული მარიამ ბექაურის „სამხრეთის უბანი“; „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ გამოცემული ნანა ექვთიმიშვილის „მსხლების მინდორი“; „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ გამოცემული თამთა მელაშვილის „აღმოსავლეთით“;„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ გამოცემული თეა თოფურიას „ერთი დღე სხვა პლანეტაზე“; „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ გამოცემული ლევან ბერიძის „ფორა“;„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ გამოცემული თეონა დოლენჯაშვილის „რეალური არსებები“; „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ გამოცემული ლაშა იმედაშვილის „კულინარი“; „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ გამოცემული ბექა ადამაშვილის „ბესტსელერი“;„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ გამოცემული ზურა ოდილავაძის „ორპირი თბილისი სტოკჰოლმი“; ომარ (კაფკა) ბუცხრიკიძის „აპოკალიფსი“; „მწერლობის“ მიერ გამოცემული მიხეილ ანთაძის „სიცილია გვალვაში“; „ინტელექტის“ მიერ გამოცემული ლაშა თაბუკაშვილის „ერთიც გაგვიცინე, გუინპლენ!“; „ინტელექტის“ მიერ გამოცემული ნინო სადღობელაშვილის „წამი აქა, წამი იქა“; „ინტელექტის“ მიერ გამოცემული გელა ჩქვანავას „მკვდარი ქვიშის უდაბნო“; ხათუნა თავდგირიძის „თევზი ორი ჩრდილით“; ნინო ცარციძის „ერეკლე“; დავით ალელიშვილის „ორი ბილეთი სხვა მატარებელზე“;
27 მაისს, კი მათგან საუკეთესოს შეარჩევს ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის ჟიური, რომლის შემადგენლობა კონფიდენციალურია. ჟიურის წევრები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.
ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსს უკვე ექვსწლიანი ისტორია აქვს. 2010 წელს უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გადაწყვიტა, ხელი შეეწყო რომანის განვითარებისათვის საქართველოში და საუკეთესო რომანისათვის პრემია დააარსა.
პრემია 2014 წლამდე ხუთ ნომინანტზე გაიცა. 2010 წელს პრიზი აიღო აკა მორჩილაძემ (რომანისათვის „მამლუქი“), ხოლო 2011 წელს – ზაზა ბურჭულაძემ (რომანისათვის „გასაბერი ანგელოზი“). 2012 წელს პრემია არ გაცემულა, ხოლო 2013 წელს პრემია აიღეს ანა კორძაია-სამადაშვილმა (რომანისათვის „ვინ მოკლა ჩაიკა“) და ჯაბა ზარქუამ (რომანისათვის „მკითხველი უნდა მოკვდეს“).
2014 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ პრემია გაცემულიყო უცხოენოვანი რომანის საუკეთესო თარგმანისათვის. გამარჯვებული შეირჩა 2010-2014 წლებში გამოცემული თარგმანებიდან და დაჯილდოვდა ზაზა ჭილაძე უილიამ ფოლკნერის რომანის – „დროშები მტვერში“ თარგმანისთვის.
