ლიტერატურული კონკურსი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

EN

14 მაისს, წიგნის სახლში “ლიგამუსი” ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული ზაზა ჭილაძე გახდა.

ილიაუნის ცნობით, წელს ილიაუნის პროფესორებისა და სტუდენტებისაგან შემდგარი ჟიური ირჩევდა 2010-2014 წლებში ქართულად გამოცემული საუკეთესო უცხოური რომანის მთარგმნელს. ზაზა ჭილაძის მიერ თარგმნილი უილიამ ფოლკნერის “დროშები მტვერში” გამომცემლობა ”დიოგენემ” 2013 წელს გამოსცა.

უილიამ ფოლკნერი (1897-1962) გასული საუკუნის უდიდეს ამერიკელ მწერლად მიიჩნევა. “დროშები მტვერში” მისი რიგით მესამე რომანია (რომელიც პირველად 1929 წელს გამოქვეყნდა სათაურით “სარტორისი”), მაგრამ, ამავე დროს, ესაა პირველი რომანი, რომელშიც სრულად გამოჩნდა ფოლკნერის, როგორც ლიტერატურული ფორმის ოსტატის, ხელოვნება და მისი, როგორც მოაზროვნის, მასშტაბები. ზაზა ჭილაძეს ეკუთვნის ფოლკნერის კიდევ ორი რომანის – “აგვისტოს ნათელისა” და “გვამის შემგინებლის” – ქართული თარგმანებიც.

ლიტერატურული კონკურსი