27 ივნისს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული – 2016-2017 წლებში გამოქვეყნებული საუკეთესო ქართული რომანის ავტორი – გამოვლინდება. კონკურსის გამარჯვებული საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიით – 10 000 ლარით დაჯილდოვდება.
ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსზე წელს წარდგენილი იყო 20 ქართული რომანი, 27 ივნისს, კი მათგან საუკეთესოს შეარჩევს ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის ჟიური, რომლის შემადგენლობა კონფიდენციალურია. ჟიურის წევრები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.
დასწრება თავისუფალია
